კრეშნიკ ცოლაკუ: ალბანეთის ევროპული ოცნება როცა დაიწყო, 19 წლის ვიყავი. ახლა შვილი მყავს 19 წლის და მე 52 წლის ვარ. მთელი თაობა შეიცვალა ლოდინში. როგორც ჩანს ალბანეთის ევროპული ოცნება დაუსრულებელი პროცესია

კრეშნიკ ცოლაკუ: ალბანეთის ევროპული ოცნება როცა დაიწყო, 19 წლის ვიყავი. ახლა შვილი მყავს 19 წლის და მე 52 წლის ვარ. მთელი თაობა შეიცვალა ლოდინში. როგორც ჩანს ალბანეთის ევროპული ოცნება დაუსრულებელი პროცესია

ვიცით, რომ სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ დამიჯერეთ, არის სტანდარტები რომლებსაც წევრობის გარეშე ვერ შეასრულებ, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ გაფართოების დაჩქარებას, რადგან ეს არის უკვე 30 წლის განმავლობაში აუხდენელი ოცნება, - ამის შესახებ, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრეშნიკ ცოლაკუმ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე განაცხადა.

„მე ალბანეთს წარმოვადგენ, ქვეყანას რომელიც გეოგრაფიულად ევროპის ნაწილია, მაგრამ ოფიციალურად ევროკავშირის წევრი არ არის. ალბანეთის ევროპული ოცნება კომუნისტური რეჟიმის დაშლისთანავე დაიწყო და მაშინ 19 წლის ვიყავი. ახლა შვილი მყავს 19 წლის და მე 52 წლის ვარ. როგორც ჩანს ალბანეთის ევროპული ოცნება და შეხვედრები ამ თემაზე დაუსრულებელი პროცესია. მთელი თაობა შეიცვალა ლოდინში. ვიცით, რომ სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ დამიჯერეთ, არის სტანდარტები, რომლებსაც წევრობის გარეშე ვერ შეასრულებ და ზოგიერთი ორმხრივი საკითხიც ვერ გადაწყდება გაწევრიანების გარეშე. დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებაში გაწევრიანების პროცესი ძალიან ბიუროკრატიულია, უფრო მეტად პოლიტიკურია. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ გაფართოების დაჩქარებას, რადგან ეს არის უკვე 30 წლის განმავლობაში აუხდენელი ოცნება“ - აღნიშნა ცოლკაუმ.