გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოზე ისაუბრა.
„ესპანეთის ევროკავშირში თავმჯდომარეობა დასასრულს უახლოვდება. ყველა ვხედავთ, რომ ესპანეთს გამოწვევებით სავსე პერიოდში მოუწია თავმჯდომარეობა და არაჩვეულებრივად შეასრულა სამუშაო. ევროკომისიის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული, რომლებიც ევროპულმა საბჭომ დეკემბერში უნდა დაამტკიცოს და მე ვგულისხმობ გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია სწორი მიმართულებით. ეს გადაწყვეტილებები ძლიერ გეოპოლიტიკურ სიგნალს აგზავნის საქართველოსთვის, აქსელერაცია პროცესის უნდა მოხდეს დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებაში“, - აღნიშნა ჰაკერმა.