ტრაგიკული განცხადებაა. ალბათ უპრიანი იქნებოდა, რომ ამ ყველაფერზე ადრე და ხალთან ესაუბრათ, ვიდრე ახლა და კონკრეტულ ჟურნალისტთან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ტრაგიკული განცხადებაა. ალბათ უპრიანი იქნებოდა, რომ ამ ყველაფერზე ადრე და ხალთან ესაუბრათ, ვიდრე ახლა და კონკრეტულ ჟურნალისტთან. საზოგადოება გამოიტანს დასკვნას ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი საზოგადოებაც. არ მგონია, რომ ახლა მიზანშეწონილი იყოს ჩვენი მხრიდან დამატებით ამ საკითხის განვრცობა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ თქვა, რომ მოლაპარაკებებზე, რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა. დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა და უკრაინა ამ პუნქტს არ დათანხმდა.
„როდესაც სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ბორის ჯონსონი ჩამოვიდა და თქვა, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერთ, მოდით, უბრალოდ ვიომოთ“, - თქვა არახამიამ და განმარტა, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინის ნაცვლად გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ და მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდნენ.