მიხეილ სარჯველაძე: დავით არახამიას განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად სწორია

მიხეილ სარჯველაძე: დავით არახამიას განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად სწორია

ეს [დავით არახამიას განცხადება] კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად სწორია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ან განცხადებებმა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან რთული შესაფასებელია იმის გათვალისწინებით, რა ვითარებაც არის ახლა უკრაინაში. ეს [დავით არახამიას განცხადება] კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად სწორია“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

„ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ თქვა, რომ მოლაპარაკებებზე, რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა. დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა და უკრაინა ამ პუნქტს არ დათანხმდა.

„როდესაც სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ბორის ჯონსონი ჩამოვიდა და თქვა, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერთ, მოდით, უბრალოდ ვიომოთ“, - თქვა არახამიამ და განმარტა, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინის ნაცვლად გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ და მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდნენ.