დავით მათიკაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, საბოლოო ჯამში, არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ, ძალიან დიდი ალბათობით, პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, საბოლოო ჯამში, არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ, ძალიან დიდი ალბათობით, პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება

რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ჰქვია, პოლიტიკური არსებობის დიდი დრო არ აქვს დარჩენილი. რაც დღეს ამ პარტიაში ტრიალებს,  არის კიდევ ერთი პირდაპირი მანიშნებელი, მოცემულობა იმ უბედურების, რაც საკუთარ თავს დამართეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა იგივე დამართნოდა საქართველოს, რაც არ გამოუვიდათ.

„რაც ამ პარტიის შიგნით ხდება, საბოლოო ჯამში, არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ, ძალიან დიდი ალბათობით, პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება. ერთმანეთში აქვთ სრული შეუთანხმებლობა და ყველა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე ფიქრობს ეს პოლიტიკური ძალა. ეს რეალობაა, რომელსაც საზოგადოება აკვირდება. ვის აწყობს და ვის არა, ეს ცალკე საკითხია. ეს ქართულ საზიგადოებას უნდა აწყობდეს, რადგან ნაცვლად სრულიად დრესტრუქციული და ამორტიზირებული პოლიტიკური ძალისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ქვეყანამ ჯანსაღი ოპოზიცია უნდა მიიღოს. ვიდრე ეს პოლიტიკური პარტია იარსებს, როგორც ოპოზიციური ძალა, ცხადია, ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია არ ეღირსება. ამიტომ პოზუტიურია ის პროცესები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.