ოპოზიცია თუ გამონახავს საკუთარ თავში ძალას, რომ აღიაროს წინა წელს დაშვებული შეცდომა და გადადგეს კონსტრუქციულობის რელსებზე, ბევრი რამ შესაძლოა მათთვის სასიკეთოდ შემობრუნდეს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება საიმისოდ, რომ [ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად] პროცესი იყოს ინკლუზიური, არსებობდეს ამის შესაძლებლობა, განხორციელდეს ქვეყნისთვის აუცილებელი ეს რეფორმები. ოპოზიცია თუ გამონახავს საკუთარ თავში ძალას, რომ აღიაროს წინა წელს დაშვებული შეცდომა და გადადგეს კონსტრუქციულობის რელსებზე, ბევრი რამ შესაძლოა მათთვის სასიკეთოდ შემობრუნდეს. თუ ეს ასე არ იქნება, ქვეყანაში რეფორმები მაინც განხორციელდება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შემუშავდება. დღეს ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. მმართველი გუნდის განცხადებით, სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება.