ბექა ოდიშარია: ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ ღარიბაშვილის   პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას

ბექა ოდიშარია: ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ ღარიბაშვილის   პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას

„პრემიერმა ღარიბაშვილმა  დასვა მნიშვნელოვანი აქცენტები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი  ჩვენი სუვერენული ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო  თანამეგობრობისთვის,  რეგიონისთვის და ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი  ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, სადაც SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტი იმართება.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ მინისტრის   პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას.