ლევან ბეჟაშვილი: პარტიის წინააღმდეგ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია, პირველ რიგში, ნიკა მელიას ეხება მანიფესტი

ლევან ბეჟაშვილი: პარტიის წინააღმდეგ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია, პირველ რიგში, ნიკა მელიას ეხება მანიფესტი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერიდან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ შეიქმნა ერთობის მანიფესტი. ლევან ბეჟაშვილმა აღიარა, რომ მანიფესტი ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ნუგზარ წიკლაურის პარტიიდან ჩამოსაშორებლად გაკეთდა.

„[ნიკა მელია] ვერ იქნება პარტიის წევრი. ის არ და ვერ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. პირველ რიგში ხომ ყველა ვხვდებით, რომ ამ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია. პირველ რიგში ნიკა მელიას ეხება ეს დოკუმენტი. მთელი ამ 8 თვის განმავლობაში, საკმაოდ ცნობილია ის ადამიანები, ვინც საჯაროდ პარტიის საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდნენ, ამიტომ ეს მანიფესტი მათი ადრესირებით იყო მომზადებული და მათ ეხებოდათ“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.