მმართველი პარტიის არაერთი მოწოდების მიუხედავად ოპონენტების ნაწილი ბრიუსელის ახალი დავალების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მმართველი გუნდის წევრები კი, მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, ჩაერთონ სამუშაო პროცესში, რათა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა შეძლოს.
„გეუბნებიან ევროპელი პარტნიორები, აბა, ყურს ხომ არ აუწევენ?! გეუბნებიან, რომ უნდა იყოს ჩართულობა. ესენი აბსოლუტურად პირიქით იქცევიან.
„ქართული ოცნება“ ეუბნება, რომ „კარი ღიაა, მობრძანდით მაგიდასთან და გავმართოთ დისკუსია“ - ისინი ბოიკოტირებენ. აბა, მითხარით ახლა, ვის სურს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ვინ ავნებს მას?“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე 3 კვირა რჩება, სტატუსის გაცემის წინაპირობაა ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 9 რეკომენდაციის შესრულება.