გიორგი ვოლსკი: 15 დეკემბერს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევრორეკომენდაციები გვერდზე უნდა გადავდოთ

გიორგი ვოლსკი: 15 დეკემბერს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევრორეკომენდაციები გვერდზე უნდა გადავდოთ

15 დეკემბერს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ რეკომენდაციები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„დამატებითი რეკომენდაციები მუდმივად იქნება ჩვენი საქმიანობის დღის წესრიგში, რასაკვირველია იმ პერიოდამდე, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები არ გავხდებით“, - აღნიშნავს ვოლსკი.

15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.