გიორგი ჩაკვეტაძე: ანეკდოტია, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, მზად არის, სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს

გიორგი ჩაკვეტაძე: ანეკდოტია, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, მზად არის, სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს

განათლებისა მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე მამუკა ხაზარაძის მიერ სტუდენტების სტაჟირების ანაზღაურებაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"ანეგდოტია… მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze-მ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზად არის სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სტაჟირება 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება, ხოლო 2 კვირის წინ, მესამე მოსმენით მივიღეთ კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურში სტაჟირება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ანაზღაურებადი ხდება.

შემდეგი დაპირება ალბათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დავალიანების განულება იქნება, ან სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება შეიძლება შემოგვთავაზოს…"