მეუფე სვიმეონი: ბანა გვაერთიანებს - ეს არ არის ხაშურის, სურამის პროექტი. ეს არის ერთიანი საქართველოს პროექტი

მეუფე სვიმეონი: ბანა გვაერთიანებს - ეს არ არის ხაშურის, სურამის პროექტი. ეს არის ერთიანი საქართველოს პროექტი

„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი ხაშურში, ზემო სერში იმყოფებოდა, სადაც საუკუნის პროექტის, ახალი ბანას კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

კომპლექსის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყო და არც ერთი წუთით არ შეჩერებულა. ხაშურისა და სურამის ეპარქიის ეპისკოპოსი სვიმეონი ახალი ბანას პროექტს პირადად ხელმძღვანელობს.

„ჩვენ მივყვებით ღვთის ნებას და ვაშენებთ ამ დიდებულ ტაძარს და ტაძართან ერთად საგანმანათლებლო, კულტურულ ქართულ ქალაქს.

ეს ის პროექტია, სადაც „მე“ აქ არ არსებობს. აქ არის „ჩვენ“, რადგანაც ბანა გვაერთიანებს და მართლაც, ეს არ არის ხაშურის, სურამის პროექტი. ეს არის ერთიანი საქართველოს პროექტი“, - განაცხადა მეუფე სვიმეონმა.

ახალი ბანას მშენებლობა შემოწირულებებით მიმდინარეობს. პროცესში ჩართულები არიან ემიგრანტებიც. მეუფე სვიმეონი დარწმუნებულია, რომ ახალი ბანას ისტორიის დაწერაში თითოეული ქართველი მიიღებს მონაწილეობას.

რა ეტაპზეა საუკუნის პროექტის მშენებლობა, ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.