მიხეილ სარჯველაძე: სალომე ზურაბიშვილი თავადაც კარგად ხვდება, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს

მიხეილ სარჯველაძე: სალომე ზურაბიშვილი თავადაც კარგად ხვდება, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს

დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი თავადაც სასაცილოდ აღიქვამს ამ განცხადებას. პრაგმატულადაც რომ დაფიქრდეს, განა რად უღირს, ასეთი ტყუილების ლაპარაკი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, პრეზიდენტის ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

„გასაგებია, რომ ეს ოპოზიციას სჭირდება და ოპოზიციასთან მისი აფილირების საქმეს, მაგრამ თავად ხომ კარგად ხვდება, ამ ყველაფრით საკუთარი თავის დისკრეტირებას ახდენს. მათ შორის, იმ ამომრჩევლის თვალში, რომელმა ამომრჩეველმაც მას ოდესღაც მხარი დაუჭირა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

ცუგო- იცის, ალბათ უხერხულობასაც ჰრძნობს, მაგრამ ეტყობა იმდენი წლის სტაჟიანი აგენტია, რომ რასაც ავალებს პატრონი, ენის შეუბრუნებლად ასრულებს
1 წლის უკან