ჩვენ გვაქვს ფინანსური განვითარების კორპორაცია DFC და მათ ზუსტად 250მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში. ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია - მოვიწვიოთ უფრო მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში და ქართული კომპანიები - ამერიკაში, - ამის შესახებ „ქრონიკაში“, პირველი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
მან იმ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელიც მეტი ამერიკული ინვესტიციის საქართველოში მოსაზიდად უკვე გამართა.
ელჩის თქმით, ამ მიზნით იგი შეხვდა ძალიან ბევრ კომპანიასა და მთავრობის წარმომადგენელს.
„ჩვენი პროგრამები, მაგალითად, USAID-ის პროგრამები, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. მათ შორის, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე, ფერმერების, სოფლის მეურნეობაში მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენ გვაქვს ფინანსური განვითარების კორპორაცია, DFC და მათ ზუსტად 250მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში. ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. მოვიწვიოთ უფრო მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში და ქართული კომპანიები - ამერიკაში და ასეთი სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა.