სერგო ჩიხლაძე: აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებდით ვიზიტის დროს კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში

სერგო ჩიხლაძე: აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებდით ვიზიტის დროს კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები - გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრაზე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილება.

მისივე თქმით, რობინ დანიგანმა თავიდანვე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით:

„ეს არის პირველი გაცნობითი შეხვედრა ქალბატონ ელჩთან, მან ძალიან მკაფიოდ ასახა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. მათ შორის იყო USAID-ის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ის, რომ თითქოს დასავლეთს ომი უნდა.

მან ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომს აშშ-ს ელჩი არ შეეგუება, შესაბამისად მოლოდინიც ასეთია.

შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით აშშ-ში ვიზიტის დროს, კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

amo ამხანაგო სერგო (იმასაც სერგო ერქვა არა?), გეთანხმები შენ და დანიგანს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენსა და მათ წინააღმდეგ ჰიბრიდულ (და ათასგვარ სხვა ხასიათის) ომს აწარმოებს. ამბობ შეხვედრაზე განვიხილავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაცო, თხოვნაა ასეთი, რომ განიხილოთ უკრაინიდან ყოფილი პრეზიდენტის შემოპარვის (თუ შემოპარების) პოლიტიკური ასპექტი, ზელინსკის მეგობრული რჩევები (თუ მოთხოვნები) ჩვენს მიმართ. თუ ვერ გადალახეთ 5%-ნი ბარიერი, რა პოლიტიკურ-ეკონომიურ წნეხს უნდა ველოდეთ მათგან.
1 წლის უკან