აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას, რომელიც არის სამართლებრივი ხასიათის, დიდი ყურადღებით ვეცნობით და ვასრულებთ ხოლმე. თუ რეკომენდაციები იქნება პოლიტიკური ხასიათის, ამასთან დაკავშირებით გვექნება მწვავე დისკუსია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
„აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას, რომელიც არის სამართლებრივი ხასიათის, დიდი ყურადღებით ვეცნობით და ვასრულებთ ხოლმე. თუ რეკომენდაციები იქნება პოლიტიკური ხასიათის, ამასთან დაკავშირებით გვექნება მწვავე დისკუსია, პირდაპირ ვამბობ. გამოვალთ ქართული, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვენეციის კომისია, ყველას შევახსენებ, არის ის ორგანო, რომელიც სამართლებრივ რეკომენდაციებს იძლევა. ამ ფარგლებში ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ მათთან, მაგრამ როგორც კი ეს რეკომენდაციები მიიღებს პოლიტიკურ ხასიათს და თუ ასეთი ნიშნები იქნება, ბუნებრივია, მათთან გვექნება დისკუსია“, - აღნიშნა მდინარაძემ.