მამუკა მდინარაძე „ლელოს“ და გახარიას გუნდის შესაძლო ალიანსზე: პერსპექტივა არ ექნებათ, რადგან ისინი „ნაცების“ მესიჯბოქსს მიჰყვებიან

მამუკა მდინარაძე „ლელოს“ და გახარიას გუნდის შესაძლო ალიანსზე: პერსპექტივა არ ექნებათ, რადგან ისინი „ნაცების“ მესიჯბოქსს მიჰყვებიან

პერსპექტივა არ ექნებათ, რადგან ისინი ნაცების მესიჯბოქს მიჰყვებიან, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიას პარტიის და „ლელოს“ შესაძლოა ალიანსზე საუბრისას.

„ნაცების მესიჯბოქსით გახარია ილაპარაკებს თუ „ლელო“, ამ ხალხს მხარი უნდა დაუჭირონ? ბარემ ნაცებს დაუჭერენ მხარს, მაშინ ხაბეიშვილმა რა დააშავა. ამიტომ მათ გაერთიანებას აზრი არ აქვს. ერთი პერიოდი იყო საუბარი სალომე ზურაბიშვილისა და გახარიას ერთობაზეც; თუ საერთო ნიშანი ის ექნებათ, როგორ უღალატეს თავიანთ გუნდს, თავიანთ მხარდამჭერებს ან იმ ადამიანებს, რომლებმაც მათი პოზიციები უზრუნველყო, მაშინ ღალატი იქნება საერთო თვისება და ღალატი როგორ „უყვარს“ ქართველ ხალხს, კი იცით თქვენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.