რომ არა სხვა მიმდინარე საქმეები, რომლისაც როგორც ჩანს [სალომე ზურაბიშვილს] ეშინია, შეიძლება [მიხეილ სააკაშვილი] შეწყალებულიც ჰყავდეს ამდენი ხნის განმავლობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„იმიტომ რომ სადაც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს, (ნაცების მესიჯბოქსიდან ერთი დეტალი ჰქონდა დარჩენილი და ახლა უკვე ესეც თქვა) შეიძლება უკვე შეწყალებულიც ჰყავდეს, რომ არა სხვა მიმდინარე საქმეები. თუ ის ამას გადაწყვეტს, უნდა ჰქონდეს კარგად გათვითცნობიერებული, რომ იქ იქნება თანამონაწილე და იმ პასუხისმგებლობის გამზიარებელი რასაც ჰქვია, ახალგაზრდები ქუჩაში დახოცვა, გაუპატიურება, მკვლელობა, წამებას, ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი. მთელი ის სიბინძურე რაც ამ წლებს განმავლობაში იყო და ტრიალებდა ამ ქვეყანაში, ამისი თანამოზიარე და თანამონაწილე იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.