მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა - მისი განცხადება არის გზავნილი, რომ ის ბოლომდე ჩაერთო „ნაცების“ მესიჯბოქსში

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა - მისი განცხადება არის გზავნილი, რომ ის ბოლომდე ჩაერთო „ნაცების“ მესიჯბოქსში

ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომე მხრიდან, რომ ის ბოლომდე ჩაერთო ნაცების მესიჯბოქსში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას თქვა.

„ეს ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც უნდა აკავებდეს ამ დროს ადამიანს. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი ნაცების მდაბიო მესიჯბოქსში ერთვება თავიდან ბოლომდე, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს არის გაბოროტებული საუბარი იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა“, - განაცხადა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.