ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2024 წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების უკან პოლიტიკურ მიზანს ხედავს.
„საარჩევნო წელს ცენტრალური გამზირის გადაკეტვა პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია“, - წერს კრამონი.
მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილების უკან დგას ხელისუფლების შიში, რომ როგორმე თავიდან აიცილოს მოსალოდნელი პროტესტი. ევროპარლამენტის განცხადება უკვე შეფასდა მმართველ გუნდში.