რომან კაკულია: როდესაც საქართველოს მთავრობა ირჩევს პოზიციას, რომ მას უნდა მულტიფუნქციური იყოს მისი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, ეს არის სწორი და ეს გამოჩნდა აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრაზეც

რომან კაკულია: როდესაც საქართველოს მთავრობა ირჩევს პოზიციას, რომ მას უნდა მულტიფუნქციური იყოს მისი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, ეს არის სწორი და ეს გამოჩნდა აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრაზეც

როდესაც საქართველოს მთავრობა ირჩევს პოზიციას, რომ მას უნდა მულტიფუნქციური იყოს მისი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, ეს არის სწორი და ეს გამოჩნდა აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრაზეც, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ შეხვედრას საქართველოსთვისაც.

„როდესაც საქართველოს მთავრობა ირჩევს ასეთ პოზიციას, რომ მას უნდა მულტიფუნქციური იყოს მისი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, ეს არის სწორი და ეს გამოჩნდა ამ შეხვედრაზეც. ანუ, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი როგორადაც არ უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მათ შორის აუცილებლად დარჩება ურთიერთობების გარკვეული ხაზები. ამ ჩამონათვალში ერთ-ერთიც კი რომ მოხდეს, საქართველოს ინტერესებს რომ ემთხვევა ისეთ თემაში, ესაა ჩვენი გამოსავალი.

რუსეთისთვის თუ არ იქნება რაიმე მისაღები ჩვენს ამ დერეფანთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია, ეს სიტუაცია დავაბალანსოთ ჩვენი ურთიერთობით ჩინეთთან, ხოლო თუ ამერიკისთვის არ იქნება რაიმე ამ კორიდორთან დაკავშირებით მისაღები, რადგან ამის ავტორი ჩინეთია, ჩვენ ეს შეგვიძლია დავაბალანსოთ ამერიკასთან, ევროკავშირის მეშვეობით, რადგან ჩინეთსა და ევროპას შორის გარდაუვალად აუცილებელია ეს ურთიერთობა“, - განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, ვაჭრობის საკითხებში ძალიან ბევრი თემაა, რის გამოც ევროპა ჩინეთზე უარს ვერასდროს იტყვის, რა დონის დაპირისპირებაშიც არ უნდა შევიდეს აშშ ჩინეთთან.