ანა ბუჩუკური: პარტია „საქართველოსთვის“ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს და ეს არ გადაიხედება

ანა ბუჩუკური: პარტია „საქართველოსთვის“ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს და ეს არ გადაიხედება

პარტია „საქართველოსთვის“, გახარიას გუნდი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს და ეს არ გადაიხედება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„რაღაც გაერთიანებებმა შეიძლება კი არ გაგაძლიეროს, პირიქით დაგაზიანოს და დაგსვა ნულზე. ამიტომ ჩვენს გუნდს ეს გაერთიანებები უბრალოდ არ სჭირდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გუნდის კარი ჩაკეტილია და ახალ ადამიანებს არ მივიღებთ. ჩვენი გუნდის კარი ღირსეული ადამიანებისთვის, პროფესიონალებისთვის, რომლებიც ასევე იზიარებენ ჩვენს მიზანს, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს, ასეთი ადამიანებისთვის ჩვენი გუნდის კარი ღია იქნება“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

Aburjga Tasmanieli არა, ანა არა! საქართველოში ევროკავშირი და აშშ უნდა დასრულდეს! უნდა დასრულდეს, სამუდამოდ უნდა დასრულდეს!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არა, ანა არა! საქართველოში ევროკავშირი და აშშ უნდა დასრულდეს! უნდა დასრულდეს, სამუდამოდ უნდა დასრულდეს!
1 წლის უკან