ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს. ამიტომ, ვფიქრობ, ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები იმაზე, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ, - ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. პარლამენტის წევრმა განმარტა როგორ ხედავს საკუთარ მომავალს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებაში.
„რაც შეეხება კონტურებს, არსებულ პარტიებში ჩემს ინტეგრაციას ნამდვილად გამოვრიცხავ. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იყოს ახალი კონფიგურაცია, შეიძლება იყოს ახალი პლატფორმები, ახალი ადამიანები პოლიტიკაში“, - განაცხადა დეკანოიძემ.