ირაკლი კობახიძე: 9 დათქმა მოცულობით არის დაახლოებით ათჯერ ნაკლები წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან

ირაკლი კობახიძე: 9 დათქმა მოცულობით არის დაახლოებით ათჯერ ნაკლები წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან

მოცულობით ეს 9 დათქმა არის დაახლოებით ათჯერ ნაკლები წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„წარმოდგენილი არის 9 კონკრეტული დათქმა. მოცულობით ეს 9 დათქმა არის დაახლოებით ათჯერ ნაკლები წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, რათა განხორციელებულიყო ცვლილებები და რეფორმები. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებში. გავყვებით ამ ახალ 9 დათქმას და უზრუნველვყოფთ მათ შესრულებას“, - აღნიშნა კობახიძემ.