ირაკლი კობახიძე: თუ ბიუჯეტს შევხედავთ, დაბალანსებულად არის წარმოდგენილი ყველა ხარჯი, ყველა სფეროს გამოყოფილი აქვს სათანადო ბიუჯეტი

ირაკლი კობახიძე: თუ ბიუჯეტს შევხედავთ, დაბალანსებულად არის წარმოდგენილი ყველა ხარჯი, ყველა სფეროს გამოყოფილი აქვს სათანადო ბიუჯეტი

შარშან ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტად დავფაროთ სოციალური სერვისები, გაიზარდოს ინფრასტრუქტურული ხარჯები და ა.შ. - ყველა სფეროს გამოყოფილი აქვს სათანადო ბიუჯეტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ეკონომიკა. როგორც იზრდება ნომინალური ეკონომიკა, ისევე იზრდება პროპორციულად ბიუჯეტი. იმ პირობებში, როდესაც შარშან გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე არსებითად არის გაზრდილი ბიუჯეტის პარამეტრები. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად დავფაროთ სოციალური სერვისები, გაიზარდოს ინფრასტრუქტურული ხარჯები და ა.შ. საბოლოო ჯამში, თუ ბიუჯეტს შევხედავთ, დაბალანსებულად არის წარმოდგენილი ყველა ხარჯი. სათანადოდ არის გაწეული სოციალური, ინფრასტრუქტურული, რეგიონის განვითარებაზე განკუთვნილი ხარჯები, განათლებაზე, კულტურაზე - ყველა სფეროს გამოყოფილი აქვს სათანადო ბიუჯეტი. ზრდის საშუალება მოგვცა სწორედ ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გასულ წელს ორნიშნა იყო“, - აღნიშნა კობახიძემ.