ირაკლი კობახიძე: ერთადერთი საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან განვიხილეთ, იყო ცესკოს ფორმირების წესი

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან განვიხილეთ, იყო ცესკოს ფორმირების წესი

ერთადერთი საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან განვიხილეთ, იყო ცესკოს ფორმირების წესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მან ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„არჩევნების ჩატარება ვენეციის კომისიის თემა არ არის. რა თქმა უნდა, ამ თემაზე ჩვენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან არ გვიმსჯელია. ვენეციის კომისიას აინტერესებს კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება არჩევნებს. სწორედ ამ თემაზე გვქონდა საუბარი. დღეს როგორც მოგეხსენებათ, განიხილება ერთად ერთი საკითხი საარჩევნო კოდექსთან მიმართებით, ეს არის ცესკოს დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ჩვენი პოზიცია წარვუდგინეთ“, - აღნიშნა კობახიძემ.