გიორგი აბაშიშვილი: განსაკუთრებით მიკვირს განცხადებები იმ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლების ნაწილი იყვნენ და თავად აქტიურად მუშაობდნენ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე

გიორგი აბაშიშვილი: განსაკუთრებით მიკვირს განცხადებები იმ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლების ნაწილი იყვნენ და თავად აქტიურად მუშაობდნენ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე

განსაკუთრებით მიკვირს განცხადებები იმ პოლიტიკოსებისა ან პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ხელისუფლების ნაწილი იყვნენ და თავად აქტიურად მუშაობდნენ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

„განსაკუთრებით მიკვირს ასეთი ტიპის განცხადებები იმ პოლიტიკოსების ან პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ხელისუფლების ნაწილი იყვნენ და თავად აქტიურად მუშაობდნენ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. სწორედ ისინი მათ შორის, ფორუმზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გამოდიოდნენ სხვადასხვა საინტერესო მოხსენებით და საუბრობდნენ, რომ ჩინეთთან საჭირო იყო ურთიერთობა. დღეს კი ვხედავთ, რომ ისინი კითხვის ნიშნებს სვამენ. ძალიან მაინტერესებს, რა დროს იყო ეს პრობლემური ნაწილი?

ჩემი აზრით, ჩვენთან ძალიან ჭირს ოპონენტის წარმატების აღიარება. ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმატებას ვგულისხმობ. ბუნებრივია, მაშინ რაღაც კუთხით ამისთვის პოლიტიკური კლასი უნდა გეყოს, რასაც თავისი სტანდარტი აქვს. როდესაც ოპოზიცია საუბრობს ევროპულ სტანდარტზე, ევროპულ სტანდარტში, კვალიფიციური კრიტიკის ფონზე, ერთმანეთის წარმატების აღიარება არ უჭირთ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.