სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დაესწრო. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოველში შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა.
"სვეტიცხოველი სიმბოლოა ჩვენი დიდი რწმენის. ქართულმა ეკლესიამ ეს დღე დღესასწაულად აქცია. ამით ქართულმა ეკლესიამ პატივი მიაგო ჩვენს სულიერებას, უძველეს ისტორიას, ჩვენს უნიკალურ ძეგლებს. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ასეთი უძველესი ისტორიის, ასეთი უნიკალური კულტურის მქონე ქვეყნის შვილები ვართ. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, მშვიდობას და გამრავლებას გისურვებთ", - განაცხადა პრემიერმა.