ლაპარაკი იყო სასაზღვრო ეპარქიებზე, რომელშიც ზოგი ეპარქიის ტერიტორია ოკუპირებულია. როდესაც მეუფე ისაიამ გააკეთა განცხადება, მან მოგვიყვა მისი ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილზე - ეს არის ახალგორის რაიონი ძირითადად, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა სინოდზე პატრიარქის გადადგომის საკითხი განხილული, მან უპასუხა: „არასდროს გაიმეოროთ პატრიარქის გადადგომის შესახებ საუბარი, ეს არის ერთი მხრივ, ძალიან უხერხული და მეორე მხრივ, პატრიარქზე შეტევა - არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.