პარლამენტიდან გამოსვლა არაფერს არ ნიშნავს, ამით საქმე არ კეთდება. მელიას ალბათ კალენდარი აეშალა და ჰგონია, რომ 2020-ის არჩენების შემდგომი პერიოდია, - ამის შესახებ „გირჩის“ წვერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.
„ეს იდეა რომ შეცდომა იყო და ოპოზიცია ძალიან დაზიანდა მგონი ყველა მიხვდა. უცნაური პროცესია, როდესაც მელია თან გასულია და თან არ არის, შრედინგერის კატასავით არის“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ნიკა მელია პარლამენტში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წვერებს საქმიანობას უწუნებს. ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს 12 რეკომენდაციის, მიხეილ სააკაშვილისა და ასევე იმ უფლებების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო საპარლამენტო კომისიის შექმნა.
„ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.