ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება, კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, გაგიგიათ მათი ხმა? ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ უფრო მეტჯერ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება, კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, გაგიგიათ მათი ხმა? ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ უფრო მეტჯერ

ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება - კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, გაგიგიათ მათი ხმა? ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ უფრო მეტჯერ. კაცი ოპოზიციონერი დეპუტატები იფარებენ ქალ დეპუტატებს. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ ვინმეს სურს ამ ქვეყანაში აგრესიის, პოლარიზაციის გაღვივება, ეს არის სწორედ ოპოზიცია და განსაკუთრებით სამწუხაროა, ამ ყველაფერში განსაკუთრებულ როლს პარლამენტის შიგნით ასრულებენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება, კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, გაგიგიათ მათი ხმა? ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ უფრო მეტჯერ. კაცი ოპოზიციონერი დეპუტატები იფარებენ ქალ დეპუტატებს. კაცები რომ ჩუმად არიან ეს მათი სისუსტეა და ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა. როდესაც აქუბარდია, სამნიძე უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. უზრდელობა არის სისუსტის გამოხატულება და პლუს ამას, ბოდიშს როცა არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა“, - აღნიშნა კობახიძემ.