მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ნიშნავს პოლარიზაციის დამატებით გაღვივებას. გვარამიას შეწყალების შედეგიც იყო პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება და სააკაშვილის თეორიული შეწყალებაც ამას ნიშნავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების “ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ბუნებრივია, ეს არ წაადგება ქვეყნის განვითარებას, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს არა ამ, არამედ სხვა კრიტერიუმებით. მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება. ამიტომ ლობირებდა ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ევროპულ დედაქალაქებში. რაც შეეხება დამსახურებას, სააკაშვილს ისეთი უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი - 2008 წლის ომთან დაკავშირებული დანაშაული, ადამიანების წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის სისტემური რეკეტი - ასეთი ადამიანის დამსახურებულ შეწყალებაზე საუბარი ვერ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.