მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი არაკონსტრუქციული განწყობით, ხელისუფლებისთვის ხელის შეშლით ცდილობენ, რომ ქვეყნის წარუმატებლობა შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს

მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი არაკონსტრუქციული განწყობით, ხელისუფლებისთვის ხელის შეშლით ცდილობენ, რომ ქვეყნის წარუმატებლობა შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს

ისინი არაკონსტრუქციული განწყობით, ხელისუფლებისთვის ხელის შეშლით ცდილობენ, რომ ქვეყნის წარუმატებლობა შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს და შესაბამისად, ხელისუფლებასთან კონკურენციაში ეს გამოიყენონ, როგორც საკუთარი უპირატესობა- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„იმისთვის, რომ ხელისუფლება წარუმატებლად აქციონ, ქვეყანა უნდა გამოაცხადონ წარუმატებლად - ეს არის მათი იდეა, ჩანაფიქრი და ტაქტიკა. ამ ტაქტიკას მისდევენ დიდი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.