ავსტრიის დედაქალაქის, ვენის ებრაულ სასაფლაოზე ღამით ხანძარი გაჩნდა, კედლებზე კი სვასტიკის ნიშნები გამოჩნდა. ამის შესახებ X-ზე ავსტრიის ებრაული სათვისტომოს ხელმძღვანელი ოსკარ დოიჩი წერს.
მისი ინფორმაციით, დაიწვა სარიტუალო დარბაზის ვესტიბიული, არავინ დაშავებულა. ვენის მერიის განცხადებით, სახანძრო სამსახური ადგილზე დილის 8 საათზე გამოიძახეს.
პოლიციამ ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დგინდება ხანძრის გამომწვევი მიზეზები.