რაც შეეხება იმას, ვის არ უნდა კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში არ უნდა არავის რადიკალურ ოპოზიციაში და ამას არც მალავენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გახსოვთ, ადრე თვითმიზნად გამოგვიცხადეს ევროინტეგრაცია და ახლა თურმე საერთოდ არაფერი ყოფილა კანდიდატის სტატუსი - ეს არის ახალი რიტორიკა. ჩვენ აქაც ერთი სტანდარტი გვქონდა. არასდროს ვატყუებდით ხალხს. მათი რიტორიკა გახსოვთ, რომ ეს მილიარდობით ევროს და დოლარს მოუტანდა კანდიდატის სტატუსი ქვეყანას, ეს იქნებოდა ქვეყნის აყვავების საფუძველი. ეს ყველაფერი იყო ტყუილები. დღეს თავად ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი საერთოდ არაფერი ყოფილა - ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი“, - აღნიშნა კობახიძემ.