რობინ დანიგანი: საქართველოს გვერდში არის ამერიკა სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით. ძალიან დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო ის რეფორმები, რაც უკვე ჩატარდა საქართველოში

რობინ დანიგანი: საქართველოს გვერდში არის ამერიკა სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით. ძალიან დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო ის რეფორმები, რაც უკვე ჩატარდა საქართველოში

ეს კონფერენცია ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ნამდვილად ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებისთვის, ასევე საქართველოსთვის, იმისათვის, რომ კვლავაც აღვნიშნოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს და ასევე აღვნიშნოთ ის რეფორმები, რომლებიც უკვე ჩატარდა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რობინ დანიგანის თქმით, ეს კონფერენცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო და ასევე ბატონო რატი ბრეგაძე, რათა მომეცით დღეს გამოსვლის შესაძლებლობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიმყოფები თქვენს გარემოცვაში, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, ძალიან დიდი შემადგენლობაა და პატივსაცემი სტუმრები არიან დღეს. 3 კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში და უკვე მრავალ პარტნიორს შევხვდი. ამ შეხვედრების დროს მე არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან. ჩემთვის საამაყოა ის მომენტი, რომ დღეს ზუსტად აღვნიშნავთ ამ პარტნიორობას, პარტნიორობას იუსტიციის სამინისტროსთან. შესაბამისად, ჩვენ ვართ დამფინანსებელი ამ ღონისძიებისა და შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს გვერდში არის ამერიკა სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით. ძალიან დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო ის რეფორმები, რაც უკვე ჩატარდა საქართველოში, ეს არის სხვადასხვა მიმართულებით, ტექნოლოგიური მიმართულებით და ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა. ზუსტად ამაშია საქმე, დიახ, არის სხვადასხვა მიმართულება, პრობაციონერებისთვის, რომელთათვისაც არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა სერვისები, ასევე არის პაემნები, ვიდეოპაემნები. პატიმრებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ესაუბრონ და პაემნები ჰქონდეთ თავიანთ ოჯახის წევრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების გააზრება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ქალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით. ახლახანს იყო ზუსტად საქართველოს წარმომადგენლობა, რომელიც დაესწრო ბელგიაში ჩატარებულ კონფერენციას. ასევე სამინისტროს წარმომადგენლების კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას ასეთი ტიპის გაცვლით პროგრამებში და უახლოეს მომავალში ასეთი რამ იგეგმება. ასევე პროფესიული გადამზადების მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ საქართველოს იმისათვის, რომ მოხდეს შესაძლებლობების განვითარება, ინოვაციების დანერგვა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენ უკვე აღნიშნეთ - ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა. ასევე არის გამოფენა ჩვენთან, ახლა, ეს არის კიდევ ერთი ინოვაციური მიდგომა, როდესაც პატიმრების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გამოვფენთ ხოლმე და გამოფენები, გაყიდვები და ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება ხდება. ეს კონფერენცია ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ნამდვილად ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებისთვის, ასევე საქართველოსთვის, იმისათვის, რომ კვლავაც აღვნიშნოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს და ასევე აღვნიშნოთ ის რეფორმები, რომლებიც უკვე ჩატარდა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მყარ სისტემას, რომელიც იქნება ადამიანზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული. ეს კონფერენცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის. გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.