გიული ალასანია: პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ალბათ გააკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ

გიული ალასანია: პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ალბათ გააკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ

პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ალბათ გააკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ. მე არ მიმაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ისეთი დანაშაული აქვს, რომ შესაწყალებელი იყოს, - ამის შესახებ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

„ნიკა გვარამია შეიწყალეს, მაგრამ არც ნიკას უთხოვია შემიწყალეთო, მაგრამ შეიწყალა პრეზიდენტმა“, - განაცხადა ალასანიამ.

შეკითხვაზე არის თუ არა შესაძლებელი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეარბილოს საკუთარი პოზიცია „არა და არასოდეს, მსჯავრდადებული პრეზიდენტის დედა პასუხობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.