გიორგი ცაგარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდზე: სისხლის აღების ტრადიცია იყო ასეთი დადგენილი, ოჯახის ცალკე ერთი წევრი კი არ უნდა განადგურებულიყო, არამედ მთლიანად ოჯახი

გიორგი ცაგარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდზე: სისხლის აღების ტრადიცია იყო ასეთი დადგენილი, ოჯახის ცალკე ერთი წევრი კი არ უნდა განადგურებულიყო, არამედ მთლიანად ოჯახი

სისხლის აღების ტრადიცია იყო ასეთი დადგენილი, ოჯახის ცალკე ერთი წევრი კი არ უნდა განადგურებულიყო, არამედ მთლიანად ოჯახი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წინა ხელისუფლების მმართველობასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ეს არის პირდაპირი მოწოდება [სააკაშვილის განცხადება გრიგორიადისზე, სადაც მას მადლობას უხდის], რომ აი დებო და ძმებო, ერთმა ადამიანმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ. ბატონი ზერეკიძის გამოხმაურება [სააკაშვილის განცხადებაზე], რომელიც ვიხილეთ, მისი სულისკვეთება თავიდან ბოლომდე უნდა გავიზიაროთ. როდესაც ამ ადამიანის ასაკზე ვამახვილებთ ყურადღებას, იქვე უნდა გავიხსენოთ, რომ მისი [ზერეკიძის] მშობლები დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით. სისხლის აღების ტრადიცია იყო ასეთი დადგენილი, ოჯახის ცალკე ერთი წევრი კი არ უნდა განადგურებულიყო, არამედ მთლიანად ოჯახი“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.