ირაკლი ზარქუა: ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის ინტერვიუ „სიბიესთან“ - ამიტომაც არ ვუშვებდით უცხოეთში, ამ ნარატივის, ანტიქართული, ანტიევროპული ხედვების გამო

ირაკლი ზარქუა: ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის ინტერვიუ „სიბიესთან“ - ამიტომაც არ ვუშვებდით უცხოეთში, ამ ნარატივის, ანტიქართული, ანტიევროპული ხედვების გამო

ჩვენ მოვისმინეთ მისი ინტერვიუ [„სიბიესთან“], რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება არ არის დარწმუნებული კანდიდატის სტატუსი უნდა თუ არა. აი, ამიტომაც არ ვუშვებდით, ამ ნარატივის, ანტიქართული, ანტიევროპული ხედვების გამო, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ისეთ ასაკშია, რომ ეს მოგზაურობა მისთვის [პრეზიდენტისთვის] ალბათ აუცილებელია და ამასთან გვაქვს საქმე, თორემ ოფიციალური თანხმობა არ აქვს. ჩვენ მოვისმინეთ მისი ინტერვიუ [„სიბიესთან“], რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება არ არის დარწმუნებული კანდიდატის სტატუსი უნდა თუ არა. აი, ამიტომაც არ ვუშვებდით [უცხოეთში], ამ ნარატივის, ანტიქართული, ანტიევროპული ხედვების გამო“, - აღნიშნა ზარქუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა დანიის სამეფოში წასვლაზე უარი თქვა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სალომე ზურაბიშვილი უნებართვო ვიზიტში არ წავიდა. განმარტებები საკუთარ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტს არ გაუკეთებია.