ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისითვე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხელისუფლების შეცვლაა საჭირო.
„კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის გავხდეთ ევროპული კავშირის წევრი და ამას სჭირდება ის, რომ რუსული ოცნება, რომელიც თავს „ქართულ ოცნებად“ ასაღებს, ხელისუფლებაში არ იყოს და ხელისუფლებიდან გავისტუმროთ“, - განაცხად წითლიძემ.