მიხარია, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მივიღოთ, გამიხარდება როდესაც მივიღებთ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების მოლოდინთან დაკავშირებით განაცხადა.
„არანაირი პროგრესი არ იყო [რეკომენდაციების შესრულების მხრივ], მაგრამ მიუხედავად ამისა, განცხადებების დონეზე, მათ შორის ევროპელების, იკვეთება, რომ პოზიტიური განწყობა აქვთ. მართალი გითხრათ, ჩემთვის რაღაცნაირად სულერთიც არის [კანდიდატის სტატუსს] ოთხი პუნქტის გამო მოგვანიჭებენ, თუ ხუთის. მიხარია, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მივიღოთ, გამიხარდება როდესაც მივიღებთ“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ოფიციალური თბილისი ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. მმართველ პარტიას სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს, საპარლამენტო ოპოზიციაში კი არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება.