„ქართული ოცნება“ ამ ახალი პროპაგანდით სინამდვილეში არ ემზადება კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „ქართული ოცნება“ ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ დიდი ალბათობით თუ მათი წარმოდგენით, არ იქნება კანდიდატის სტატუსი და იპოვოს განტევების ვაცი, ეს დააბრალოს ოპოზიციას და ასევე დააბრალოს დასავლეთს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამ ნარატივის გავრცელებაში ძალიან დაეხმარნენ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები. კანდიდატის სტატუსი მონიჭების მთავარი კრიტერიუმი არის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება და ყველა ევროპელი ლიდერი გვეუბნება, რომ 9 რეკომენდაცია გაქვთ შესასრულებელიო. ანუ, აქ ხელისუფლებამ ფაქტობრივად ორიანი მიიღო. ახლა ვართ კეთილ ნებაზე ევროპელი პარტნიორების“, - განმარტა მანჯგალაძემ.