აშშ-ში, ლუიზიანის შტატში მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის პოლიცია ავრცელებს.
„წინასწარმა გამოძიებმა აჩვენა, რომ ავარიაში სულ მცირე 158 ავტომობილი მოჰყვა. დადასტურებულია 7 ადამიანის გარდაცვალება. 25 ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით გადაყვანილია საავადმყოფოებში“, - აცხადებენ პოლიციაში.
NBC-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ძლიერი ნისლი გახდა.