წინანდალში საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მთავარი მიმართულებები. გამოითქვა მოსაზრებები, რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტში.
ასევე, საუბარი შეეხო საბიუჯეტო თანხების განაწილებას. წინანდალში გამართული სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვასა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაში.