ირაკლი კობახიძე: ამ ვეტოთი სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს მხარი დაუჭირა

ირაკლი კობახიძე: ამ ვეტოთი სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს მხარი დაუჭირა

ამ ვეტოთი სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ დაუჭირა მხარი ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

„ეს კანონპროექტი, რომელიც ეხება მანიფესტაციებს, ისახავს მიზნად, რომ ჩაიშალოს ის რევოლუციური პროცესები, რომლებზეც საუბარი იყო, მათ შორის კანვასის ტრენინგებზე. სუს-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად. ამ ვეტოთი სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ დაუჭირა მხარი ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს. ეს არის ალიანსი „ნაცმოძრაობასთან“. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგით, არამედ ვიმოქმედებთ დღის წესრიგით, რაც ჩვენს სჭირდება ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის შენარჩუნებას“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო.