ირაკლი კობახიძე: სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის არის ჩამოყალიბებული

ირაკლი კობახიძე: სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის არის ჩამოყალიბებული

ის სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, იმ ალიანსის ლუსტრაციაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის არის ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია დღეს მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის მიერ თანამდებობის შენარჩუნებას, რადგან ისინი ერთმანეთთან ალიანსში არიან.

„სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდნენ ე.წ. კარწინკაზე, როგორც მან უწოდა, ძლიერი სურათი ერთად უნდა შეექმნათ. ბუნებრივია, ვერავითარი სურათი ამით ვერ შეიქმნა. სინამდვილეში ის სურათი, რაც საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში იხილა, არის იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის არის ჩამოყალიბებული. რეალურად ეს იყო მიზეზი, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს უწოდებდნენ აგენტს, ჯაშუშს და ათას უბედურებას დღეს მხარს უჭერენ მის მიერ თანამდებობის შენარჩუნებას, რადგან ისინი ერთმანეთთან ალიანსში არიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.