ირაკლი კობახიძე: ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ოთხი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო ერთი თვის პერიოდში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში

ირაკლი კობახიძე: ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ოთხი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო ერთი თვის პერიოდში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში

ოთხი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო ერთი თვის პერიოდში, რაც ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საუბრისას.

„მან სამჯერ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ჯერ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, - როგორც კი გამომიგზავნით დოკუმენტებს მაშინვე შევუწყვეტო. იუსტიციამ მეორე დღესვე გაუგზავნა, მაგრამ არ შეუწყვიტა. მერე თქვა, განა არ შევუწყვიტე, სამთვიანი ვადა მაქვს და ამას ველოდებიო და შემდეგ სამ თვესაც არ დაელოდა. ოთხი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო ერთი თვის პერიოდში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში და ვინც დავალებებს აძლევს, იმას საერთოდ არაფრად უღირს სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეპუტაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა გუშინ შეუწყვიტა.