გადაცვალე ვალუტა სახლიდან გაუსვლელად საუკეთესო კურსით - MBC-ს ახალი სერვისი

გადაცვალე ვალუტა სახლიდან გაუსვლელად საუკეთესო კურსით - MBC-ს ახალი სერვისი

ოფიციალური ვალუტა - ეს არის ფულადი ერთეული, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე  გამოიყენება. თუმცა, საკმაოდ ხშირად დგება ვალუტის გაცვლის საჭიროება. მართალია, საქართველოს ოფიციალური ვალუტა - ლარია, მაგრამ მოგზაურობის, ვაჭრობისა თუ სხვა პირადი მიზნებისთვის შეიძლება დაგჭირდეთ რომელიმე უცხოური ვალუტა, მაგალითად, აშშ დოლარი, ევრო ან სხვა.

იმისათვის, რომ ყოველთვის მომგებიანი კურსით ისარგებლოთ, MBC -ის ვალუტის გაცვლის სერვისი უნდა გამოიყენოთ.

ირგვლივ ვალუტის გადაცვლის უამრავი ჯიხური თუ სხვადასხვა გზა არსებობს,  ამის ფონზე ლოგიკურია თუ გაჩნდება კითხვა, რატომ მაინცდამაინც MBC?

რატომ MBC ?

უპირველესად იმიტომ, რომ mbc.com.ge  ყოველთვის მომგებიანი შეთავაზებებით გამოირჩევა და გაძლევთ საშუალებას, უკეთესი კურსით იყიდოთ ან გაყიდოთ სასურველი ვალუტა.

გარდა ამისა, ფიზიკური პირი ხართ თუ იურიდიული პირი, არ აქვს მნიშვნელობა, MBC-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ ვალუტის ონლაინ გადაცვლის შესაძლებლობით ან მიბრძანდეთ ადგილზე სერვის ცენტრში და ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე მიიღოთ სწრაფი მომსახურება კომფორტულ გარემოში.

რა არის საჭირო ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის?

სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად ვალუტის გადაცვლა უდიდესი კომფორტია. იმისთვის, რომ ერთი ვალუტა მეორე ვალუტაში გაცვალოთ, შემდეგ გადახურდავებული თანხა თუნდაც საკუთარ ანგარიშზე შეიტანოთ, სხვადასხვა პროცედურების გავლა და რამდენიმე ლოკაციაზე მისვლაა საჭირო.

ამ ყველაფრის თავიდან აცილების და ვალუტის უკეთესი კურსით კონვერტაციის საუკეთესო გზა MBC-ის ონლაინ კონვერტაციის სერვისია.

ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის მხოლოდ იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევთ. სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე  დაარეგისტრირებთ თქვენს ონლაინ კაბინეტს, საიდანაც სულ რამდენიმე წამში შეძლებთ კონვერტაციის  განაცხადის გაგზავნას. 

გადარიცხავთ თანხას "ემბისი"-ს ანგარიშზე და შეძენილი ვალუტა უმოკლეს დროში დაგიბრუნდებათ განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

ონლაინ კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ვალუტებში: GEL; USD; EUR, RUB.

ვის შეუძლია ონლაინ კონვერტაციის მომსახურებით სარგებლობა?

ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და ხსენებული მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ხართ:

  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;
  • საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას;
  • იურიდიული პირი, რომლის წარმომადგენელი გახლავთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.

პროცედურის შესასრულებლად კი დაგჭირდებათ კონვერტაციისთვის საჭირო თანხა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

ისარგებლეთ MBC საუკეთესო კურსითა და შეთავაზებებით.