იპოთეკური სესხის დადებითი და უარყოფითი მხარეები

იპოთეკური სესხის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ღირს თუ არა იპოთეკური სესხის აღება? - ეს ყველა იმ ადამიანის მთავარი დილემაა, რომელიც საკუთარ სახლზე/ბინაზე ოცნებობს. იპოთეკური სესხი გრძელვადიანი კრედიტია, რომელსაც რიგ შემთხვევებში სარგებლის მოტანა, არასწორად დაგეგმილი გადახდის გრაფიკისა და მომხმარებლის შემოსავლების გაუთვალისწინებლად შედგენილი ყოველთვიური შენატანის მოცულობის  შემთხვევაში კი პრობლემების გამოწვევაც შეუძლია.

საბოლოო ჯამში იპოთეკური სესხი არის კრედიტი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რომელიც ფუნდამენტური მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

უარყოფითი მხარეები - საფინანსო ორგანიზაციათა უმრავლესობას სესხის გაცემის რთული და ხანგრძლივი პროცედურა აქვს. ამ ტიპის კრედიტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ფულის მისაღებად უნდა დაადასტუროთ გადამხდელუნარიანობა, შეაგროვოთ უამრავი დოკუმენტი და გარკვეული ვადით დაელოდოთ პასუხს ბანკისგან. მთლიან პროცედურას ხშირად დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

დადებითი მხარეები - იპოთეკური სესხის აღებით თქვენ მარტივად გაიუმჯობესებთ საცხოვრებელ პირობებს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ჯობს მთელი ცხოვრება ნაქირავებ ფართში ცხოვრობდეთ და ამ გზით ზოგავდეთ ფულად სახსრებს, თუმცა თუ კარგად გააანალიზებთ მიხვდებით, რომ ასეთი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში დაზარალებული დარჩებით - წლების განმავლობაში გადაიხდით უამრავ თანხას და საბოლოოდ მაინც საკუთრების გარეშე დარჩებით. დანაზოგის გაკეთების შემთხვევაშიც კი წლებთან ერთად შესაძლოა ბინა გაძვირდეს ან ფული გაუფასურდეს.

იპოთეკური სესხით ბინის შეძენა სწორი ინვესტიციაა. ბინა წლების განმავლობაში არათუ კარგავს თავდაპირველ ღირებულებას, არამედ მისი ფასი მომავალში შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.  

როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი სწრაფად?

ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი საფინანსო კომპანიებიდან MBC ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული პირობებით გამოირჩევა. იმისთვის, რომ იპოთეკური სესხი მარტივად და სწრაფად აიღოთ პირველ ეტაპზე შეგიძლიათ კომპანიის ვებგვერდზე შეავსოთ ონლაინ განაცხადი. მსესხებლის მინიმალური ასაკი 18 წელია. წარმოსადგენ დოკუმენტაციაში შედის პასპორტი/ID ბარათი, ქონების უზრუნველყოფა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, თუ უკვე გაქვთ სესხი და პირობებით კმაყოფილი არ ხართ, შეგიძლიათ ის MBC-ში მარტივად გადმოიტანოთ. კომპანია 100 000 ლარამდე სესხზე 6 თვიან საშეღავათო პერიოდს აწესებს. ამასთან, კომპანიის ექსპერტები ნებისმიერ დროს უფასო კონსულტაციას გაგიწევენ და თანხის სწორად განკარგვაში დაგეხმარებიან.