ავტო სესხის აღების უპირატესობები

ავტო სესხის აღების უპირატესობები

რეგულარული შემოსავლის მქონე ადამიანების უმეტესობა სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივად იღებს. ზოგი ადამიანი შემოსავლებს გაცილებით უკეთ ანაწილებს მაშინ, როდესაც გარკვეული ტიპის ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობისთვის კრედიტის აღება, ფულის საკუთარი ძალებით დაგროვებასთან შედარებით, მიღებული და კომფორტული პრაქტიკაა.

ავტო სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრედიტია, რომლის აღებასაც არაერთი უპირატესობა აქვს, კერძოდ:

  • მოკლე დროში ავტომობილის შეძენის შესაძლებლობა

მინიმალური დანაზოგით ავტომობილის შეძენას დაუყოვნებლივ შეძლებთ. მთავარია თქვენი შემოსავლები გადახდის გრაფიკს მოერგოს და სესხის მომსახურება ყოველთვიურად შეძლოთ.

  • ხანგრძლივი გადახდის პერიოდი

ავტო სესხი გრძელვადიანი პერიოდით შეგიძლიათ აიღოთ. ამ გზით ყოველთვიური გადასახადი თქვენს შემოსავლებზე იქნება მორგებული და კრედიტის დაფარვა გამარტივდებათ.

  • მოულოდნელი ხარჯების წარმოშობისას თანხის სწრაფად მიღების შესაძლებლობა

თუ უკვე გყავთ ავტომობილი და მოულოდნელად თანხა დაგჭირდათ პირადი თუ ბიზნეს საჭიროებისთვის, კრედიტით სარგებლობა და არსებული მანქანის უზრუნველყოფით საფინანსო ორგანიზაციისგან თანხის მიღებაც მიღებული პრაქტიკაა.

კრედიტის აღებამდე აუცილებელია მოიძიოთ ისეთი კომპანია, რომელიც თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს და გადახდის მოხერხებულ პირობებს შემოგთავაზებთ, რაც სესხის დაფარვას მძიმე ტვირთად არ გიქცევთ.

როგორ ავიღოთ ავტო სესხი მარტივად?

თუ კრედიტის აღების მარტივ გზებს ეძებთ  ავტო სესხი MBC-ში ყველაზე ოპტიმალური არჩევანია. დატვირთული რეჟიმის პირობებში საფინანსო კომპანიის ფილიალის რიგში დგომა საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არ არის. ეს გართმევთ დროს, გწყვეტთ ყოველდღიურ რუტინას და აუცილებელი საქმეების მოგვარებაში ხელს გიშლით. სწორედ ამიტომ ემბისიმ შეიმუშავა დისტანციური მომსახურების სისტემა, რომელიც სესხის აღებას მაქსიმალურად გაგიმარტივებთ. ამისთვის საჭიროა:

  • იყოთ 20 წლის ან უფროსი ასაკის;
  • წარმოადგინოთ მხოლოდ ID ბარათი, ან პასპორტი, ასევე მანქანის რეგისტრაციის მოწმობა;
  • გაიაროთ დისტანციური იდენთიფიკაციის პროცედურა და შეავსოთ ონლაინ განაცხადი კომპანიის ვებგვერდზე;
  • დაელოდოთ სესხის დამტკიცებას მოკლე დროში;
  • კომპანიი სერვის ცენტრში მიხვიდეთ მხოლოდ თანხის ასაღებად.

MBC-ში ყოველვიური შენატანით როგორც ძირითად თანხას, ასევე პროცენტსაც ფარავთ. გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ავტომობილს თქვენს სახელზე ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონების განკარგვა სესხის დაფარვამდეც მარტივად შეგეძლებათ. 

MBC განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და თანხის მისაღებად არ გთხოვთ შემოსავლების დადასტურებას. ამასთან, თანხის გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ. თუ უკვე გაქვთ სესხი და პროვაიდერი კომპანიის მომსახურებით კმაყოფილი არ ხართ, ემბისიში სესხის პორტირებაც მარტივია.

მომხმარებელზე მორგებული ამ და სხვა პირობებით კომპანია ლიდერ პოზიციებს არ თმობს. ემბისის გუნდი პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებაზე უწყვეტად ზრუნავს, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.